|
2022-12-16 09:49:36, 2480 ნახვა
ომი უკრაინაში
წინააღმდეგობის ცენტრი - ოკუპანტებმა ლისიჩანსკიდან და სევეროდონეცკიდან რუსეთში 40 ბავშვი წაიყვანეს
რუსმა ოკუპანტებმა ლისიჩანსკიდან და სევეროდონეცკიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 40 ბავშვი წაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის „ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის“ ავრცელებს. ცენტრის ცნობით, რუსები უკრაინელ ბავშვებს ტოტალურ სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ, რათა ბავშვთა ბანაკებში „სამკურნალოდ“ იძულებით გაგზავნონ. „რუსები უკრაინელ ბავშვებს უტარებენ ტოტალურ სამედიცინო გამოკვლევებს, რათა იძულებით გაგზავნონ ბავშვთა ბანაკებში „სამკურნალოდ“. წინა დღით დამპყრობლებმა რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარეში ლისიჩანსკიდან და სევეროდონეცკიდან 40 ბავშვი წაიყვანეს", - აცხადებენ ცენტრში. ამასთან, ცენტრი აცხადებს, რომ ბანაკებში ბავშვებს ეუბნებიან, რომ ომი უკრაინამ დაიწყო. „მომავალში მათ არ უბრუნებენ მშობლებს, სანამ თვითონ არ მივლენ მათ წასაყვანად, შემდეგ ოჯახებს უკან არ უშვებენ, რადგან რუსეთს საომარი მდგომარეობა აქვს გამოცხადებული“,- აცხადებენ ცენტრში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)