13:39 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 13:44:15, 1143 ნახვა

პოლიტიკა
ნათელაშვილი ოპოზიციას - რატომ უმაგრებთ ზურგს უკვე გაკოტრებულ დიქტატორს - დროა, გაახაროთ ხალხი და დატოვოთ პარლამენტი

ბრძოლა ოლიგარქის დასამარცხებლად თავის დამაგვირგვინებელ სტადიაში შედის, - "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს "გლობალური ნეიტრალიზაციის" მოთხოვნით მიმართა.

შალვა ნათელაშვილმა გამართულ ბრიფინგზე ასევე მოუწოდა ოპოზიციას, რომ დატოვონ საქართველოს პარლამენტი და ბრძოლა ქუჩაში, აქციებით განაგრძონ.  

"ბრძოლა ოლიგარქის დასამარცხებლად თავის დამაგვირგვინებელ სტადიაში შედის. გუშინ, ევროპის პარლამენტმა მოითხოვა ამ უზურპატორის დასანქცირება, ხოლო დღეს მივმართეთ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, რათა დააჩქაროს გლობალური ნეიტრალიზაცია - ფინანსური და ქონებრივი საქართველოს დიქტატორისა, რაც იქნება საახალწლოდ ყველაზე დიდი საჩუქარი ქართველი ხალხისთვის. 

მიკვირს, რატომ ზის ოპოზიცია დღემდე ე.წ საქართველოს პარლამენტში და რატომ უმაგრებს ზურგს უკვე გაკოტრებულ და ამოგდებულ, მსოფლიოდან დაბრაკულ დიქტატორს. მეგობრებო, დროა თქვენც გაახაროთ ქართველი ხალხი და დატოვოთ სამარცხვინო დანაშაულებრივი ორგანიზაცია. დავდგეთ გარეთ ხალხთან, შევქმნათ საყოველთაო წინააღმდეგობის ფრონტი, დავუძახოთ ხალხს ქუჩაში და უმოკლეს ვადაში რეჟიმი დაასრულებს არსებობას",- განაცხადა ნათელაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics