|
2022-12-15 11:10:32, 1092 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - გამოჩნდა, რომ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან და არ იკვებება
გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პენიტენციური სამსახურის მიერ მესამე პრეზიდენტის "ვივამედში" გადაღებული კადრების გამოქვეყნებას. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს უთხრა, თუ მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო მომსახურება არ მოსწონს, არსებობს მზადყოფნა, რომ საზღვარგარეთიდან მისთვის სასურველი ექიმები ჩამოუყვანონ. "ამ ინფორმაციით გამოჩნდა, რომ ის არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება. თუ არ მოსწონს სამედიცინო მომსხურება, არის სრული მზადყოფნა, რომ ჩამოვიყვანოთ ის ექიმები, რომლებსაც ენდობა და რომლებსაც დაუჯერებს თუ რა თქმა უნდა, რეალური მიზანი და რეალური სურვილი არის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული. მეგობრებმაც, პოლიტიკურმა თანამებრძოლებმაც მას უნდა მოუწოდონ ამისკენ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. კითხვა, შეილახა თუ არა მესამე პრეზიდენტის ღირსება პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროვებით, არჩილ თალაკვაძემ უპასუხოდ დატოვა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)