|
2022-12-14 22:18:08, 1345 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე პენიტენციურის კადრებზე - ამ კადრების გავრცელება არის მორიგი ნაბიჯი დასავლეთის წინააღმდეგ
ამ კადრების გავრცელება გარდა იმისა, რაზეც ჩემმა მეგობრებმა ისაუბრეს, არის კიდევ ერთხელ, მორიგი ნაბიჯი გადადგმული იმ რჩევების, რეკომენდაციებისა და კრიტიკის წინააღმდეგ, რომლებიც მოდის დასავლეთიდან, რომლებიც მოდის ევროკავშირიდან, - განაცხადა პარტია "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე თქმით,"ქართული ოცნება" მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს იმისკენ, რომ საქართველომ მომავალი წლის ბოლოს ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.მან დასძინა,რომ პარტია ამ ნაბიჯებს შემთხვევით არ დგამს და აფასებს,როგორც უტვინობას და შეცდომას. ამ კადრების გავრცელება არის კიდევ ერთხელ, მორიგი ნაბიჯი გადადგმული იმ რჩევების, რეკომენდაციებისა და კრიტიკის წინააღმდეგ, რომლებიც მოდის დასავლეთიდან, რომლებიც მოდის ევროკავშირიდან. დღეს მიიღო ევროპარლამენტმა რეზოლუცია, 6 თვე გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს ეთქვა უარი კანდიდატობის სტატუსზე და ამ რეზოლუციაში მოხდა პრაქტიკულად შეფასება იმისა თუ რა მოხდა ამ 6 თვის განმავლობაში და ცალსახად წერია, რომ ყველა მიმართულებით, რაც ეხება ამ ქვეყანაში დემოკრატიული წყობის მშენებლობას, ქვეყანაში არის გაუარესება. ქართული ოცნება მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს იმისკენ, რომ საქართველომ მომავალი წლის ბოლოს ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, ეს არ არის უტვინობა, ეს არ არის შეცდომა, ისინი მიზანმიმართულად კლავენ ამ ქვეყნის მომავალს. ამას სჭირდება დაპირისპირება. მანამ სანამ აქეთა მხარეს არ იქნება ძლიერი ანგარიშგასაწევი ძალა ისინი ბოლომდე გადატკეპნიან არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის მესამე პრეზიდენტის უფლებებს, ჯამში ამ ქვეყნის მომავალს. ამას სჭირდება აქეთა მხარეს ერთობა და ჩვენ ვაგრძელებთ და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა შედგეს და საბოლოო ჯამში დავამარცხოთ ეს სისტემა, ჯამში ივანიშვილი სათავეში და ეს ქვეყანა დაუბრუნდეს ევროატლანტიკური განვითარების გზას.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)