|
2022-12-14 21:17:15, 1406 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - ერთხელ და სამუდამოდ ამ სპეკულაციებს უნდა დაესვას წერტილი
ერთხელ და სამუდამოდ ამ სპეკულაციებს უნდა დაესვას წერტილი და საზოგადოებამ უნდა გაიგოს სრული სიმართლე. ეს სპეკულაცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მისივე თქმით,სააკაშვილის „ერთხელ და სამუდამოდ ამ სპეკულაციებს უნდა დაესვას წერტილი და საზოგადოებამ უნდა გაიგოს სრული სიმართლე. ეს სპეკულაცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. მოკლედ რომ შევახსენოთ საზოგადოებას რასთან გვაქვს საქმე: მსჯავრდადებული სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში ერთადერთი მიზნით, იმისთვის, რომ მოეპოვებინა მას და რადიკალურ ოპოზიციას არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლება. თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ შსს და სუს-ის გამართული მუშაობის შედეგად სახელმწიფომ საზოგადოებას აარიდა ძალიან მძიმე განსაცდელი და სააკაშვილი განთავსებული იყო პენიტენციურ დაწესებულებაში. აქედან დაწყებული, ეს ადამიანი იღებს ყველა იმ საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რომელიც არის გათვალისწინებული და მისი ყველა უფლება არის დაცული. ჩვენ გვედავებოდნენ, თითქოსდა საზოგადოებას ვუმალავდით, მაგრამ აქ პასუხია მარტივი - როგორ შეიძლება ვინმეს იგი დაუმალო, როცა მასთან 1500 ვიზიტორი იყო უკვე ნამყოფი. შემდგომში, მიხვდნენ, რომ ეს ადამიანი ვერ გათავისუფლდებოდა ვერც მუქარით, ვერც გზების ბლოკირებით და ა.შ. და ჩაირთო სხვა მანქანა, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის პოლიტიზებას და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესების გზით ამ ადამიანის გათავისუფლებას. თავიდან დაიწყო თვითდაზიანების რეჟიმი, როცა გამოაცხადა შიმშილობა. მოშიმშილე ადამიანს, ნაცვლად იმისა, რომ მოეწოდებინათ შიმშილობა შეეწყვიტა, პირიქით, მოუწოდებდნენ, რომ ეს არ გაეკეთებინა, რადგან ეს მისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნებოდა და მაქსიმალურად უქეზებდნენ ამ პროცესს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, რომ შემდგომში ამ გზით ყოფილიყო თავისუფლება მოპოვებული“, - განაცხადა ბრეგაძემ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)