|
2022-12-14 14:39:10, 1163 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა წაახალისეს სააკაშვილის ჩამოსვლა - ვინც წაახალისა, იმან ინერვიულოს მის პატიმრობაზე
ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ვინც წაახალისა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, ევროპარლამენტარებს მოუწოდა, რომ მართლმსაჯულებაში ჩარევისგან თავი შეიკავონ. "ერთ-ერთი ოპოზიციონერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამოვიდა და კანდიდატის სტატუსი დაუკავშირა ომს. მან თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პასუხი კითხვაზე - აბა ომი გინდათ?! ეს იყო მისი განცხადება. ახლა გლუკსმანი და ვიღაცები გამოდიან და ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირებენ კანდიდატის სტატუსს. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, მიუღებელია. სინამდვილეში, ეს კონკრეტული ადამიანები - ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს არის მათი პასუხისმგებლობის საქმე. ვინც წაახალისა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთადერთი სანერვიულო - ეს არის სამართლის უზენაესობა, კანონის აღსრულება, რაც არის საქართველოში სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევისგან, მათ შორის ამისკენ მოვუწოდებთ ევროპარლამენტარებს. მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ქართულ მართლმსაჯულებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ევროპარლამენტარები ევროპარლამენტის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდნენ. ცნობისთვის, გუშინ, 13 დეკემბერს არაერთმა ევროპარლამენტარმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ისინი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მას სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება მისცეს.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)