|
2022-12-14 14:12:34, 1156 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ევროპარლამენტარებზე - თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც, ჩვენ გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ
თუ ეს დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ,- ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული დებატები. მისი თქმით, ევროპალამენტარებმა „საოცარი განცხადებები“ გააკეთეს და მაშინ რა საჭირო იყო 12 პუნქტიანი გეგმის წარდგენა და შესრულება. „საოცარი განცხადებები ისმის. საერთოდ მაშინ რა საჭირო იყო იმ 12 პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და ზოგადად მაშინ რა საჭიროა მისი შესრულება ხო? თუ ეს კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ, სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც მაშინ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს კი ყოველთვის გავაკეთებთ“,- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტმა ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს და ასევე ბიძინა ივანიშვილის გავლენაზეც ისაუბრეს.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)