|
2022-12-14 13:44:41, 1220 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ ჯაფარიძე სააკაშვილზე - არაფერი ავად არ არის - აფერისტი და სიმულანტია
ის არის აფერისტი და სიმულანტი, არაფერი ავად არ არის, - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა, POSTV-ის მფლობელმა ვიქტორ ჯაფარიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადგილი საპყრობილეშია. "არ მეცოდება-თქო როგორ გითხრათ, მაგრამ მე მაქვს პროტესტი ამ ხელისუფლების მიმართ. ადგნენ და გაასაჯაროონ კადრები, თქვან ბოლო-ბოლო - სჭირს რამე ამ კაცს თუ არაფერი არ სჭირს. მე ვიცი, რომ ის არის აფერისტი და სიმულანტი... არაფერი ავად არ არის... გახდაო - მეც დიაბეტი მაქვს და გავხდი, 26 კგ დავიკელი, ამიტომ უნდა ვიტირო?! პირიქით, მისაყვანია საპყრობილეში - იქ, სადაც არის მისი ადგილი", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნანობს თუ არა ექსპრეზიდენტთან დაკავშირებულ გუშინდელ განცხადებას, ჯაფარიძემ თქვა, რომ არ ნანობს. "არაფერს არ ვნანობ. შენ უნდა ინანო, რომ ემსახურები ბოროტს. შენ უნდა ნანობდე ამას და ალბათ, მოვა ამის დრო და ამას ინანებთ. იუსტიციის მინისტრმა გაჟეჟილად ისაუბრა - არა, გამოვიდეს და თქვას, გაასაჯაროოს კადრები, რომ თქვენც დაისვენოთ და საზოგადოებაც გაჩუმდეს. 20 წელიწადია, არ ასვენებს ეს კაცი ამ ქვეყანას, დაგვასვენოს, დაასვენეთ თვითონაც. მისი სიკვდილი იცით ვის უნდა? ვინც კონტეინერით შემოაპარა და დატოვა", - მიმართა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს. ცნობისთვის, გუშინ, 13 დეკემბერს პარლამენტის სასესიო დარბაზში, ვიქტორ ჯაფარიძემ,"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელთან, პაატა მანჯგალაძესთან სიტყვიერი კამათისას, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა: "მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში".
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)