|
2022-12-14 12:29:32, 849 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ქვეყნის მეორე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა არავის არ გაუვა
ქვეყნის მეორე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა არავის არ გაუვა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მელიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ცდილობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სულ მცირე უუნარო გახადოს. "ვთქვი ბევრჯერ და გავიმეორებ - ადეკვატური იქნება ჩვენი საზოგადოების რეაქცია ყველა ამორალურ, არაადამიანურ მდგომარეობასთან დაკავშირებით... ყველაფერს აქვს საზღვარი - ადამიანის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ და იუსტიციის მინისტრის გუშინდელი განცხადება, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი სიმულირებს და დაიმუქრა კადრების გასაჯაროვებით, რას ემსახურებოდა? ეს ემსახურებოდა შემდეგ რაღაცას, რომ საზოგადოებას იქნებ რამენაირად ჩაუწვეთონ აზრი თავში, რომ მიხეილ სააკაშვილი სინამდვილეში არ არის ცუდად. საზოგადოებას ამის აღარ სჯერა... ცუდია, ძალიან ცუდია, რასაც ახლა აკეთებს ხელისუფლება. პირდაპირ გეუბნებით - ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი მინიმუმ გახდეს უუნარო. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიაყენოს მტკივნეული დარტყმა. ქვეყნის მეორე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა არავის არ გაუვა", - თქვა მელიამ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)