12:29 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 15:47:49, 1044 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი „ოცნებას“ - ქვეყანაში მშვიდობის სახელით რუსულ ოკუპაციას აკანონებთ

მშვიდობის სახელით რუსულ ოკუპაციას აკანონებთ ქვეყანაში და რუსული მშვიდობა მთელმა მსოფლიომ ნახა ბუჩაში, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა მმართველ პოლიტიკურ გუნდს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ხაბეიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" არა საზოგადოების გაერთიანება, არამედ მხოლოდ გაყოფა შეუძლია.

"ევროკავშირმა კარები გაგვიხსნა და თქვენ და ბიძინა გაეჩხირეთ ქართველ ხალხს კარებში. ფაქტობრივად, გვეჭიდავებით, რომ ევროკავშირში არ მიგვიღონ, სტატუსი არ მოგვცენ. ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ ცივილიზებული სამყარო პრეზიდენტის მკვლელ ხალხს არ ელოდება ევროკავშირში. ისინი ელოდებიან ცივილურ ადამიანებს, რომლებიც პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ციხეში არ კლავენ... რუსეთის ტერორისტული მოქმედებების პარალელურად, ღალატობთ სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენს უკრაინელ ძმებს და ამოქოქეთ რუსული პროპაგანდა საქართველოში. სიძულვილის ენის ნიაღვარს აყენებთ, თქვენ ჰყოფთ, ხლეჩთ საზოგადოებას. არ შეგიძლიათ გაერთიანება, მხოლოდ აპირისპირებთ... 

რუსეთისთვის ოკუპანტისა და მტრის დაძახების გეშინიათ. ვერ და არ დადიხართ ქართველი ჯარისკაცების - ჩვენი გმირების სამძიმარზე, რომლებიც გმირად დაეცნენ მტერთან ბრძოლაში თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. მშვიდობის სახელით რუსულ ოკუპაციას აკანონებთ ქვეყანაში და რუსული მშვიდობა მთელმა მსოფლიომ ნახა ბუჩაში. პარალელურად, თქვენი რუსი ოლიგარქები აღიარა ცივილიზებულმა სამყარომ და დასასანქცირებელთა სიაში და სანქცირებულთა სიაში არიან უკვე", - მიმართა ლევან ხაბეიშვილმა "ქართულ ოცნებას".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics