12:29 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 15:25:52, 1039 ნახვა

პოლიტიკა
ხაჭაპურიძე სააკაშვილზე - მძიმე მდგომარეობა დამხვდა, ერთი-ორჯერ გაითიშა კიდეც

ძალიან მძიმე მდგომარეობა დამხვდა, ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გონზე მომეყვანა,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილს საუბარი უჭირდა და ლაპარაკისას რამდენჯერმე გაითიშა კიდეც.

„ძალიან მძიმე მდგომარეობა დამხვდა, ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გონზე მომეყვანა. საუბრობდა მძიმედ, შესვენებებით, უჭირდა, ერთი-ორჯერ გაითიშა კიდეც საუბრის დროს. სამი ოთხჯერ იყო ეგეთი ეპიზოდი, ჩემთან საუბრისას მიწვა რომ შევედი და ვხედავდი, რომ უკვე აღარ მელაპარაკებოდა“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამოაქვეყნა.

"ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა 14 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება. 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics