|
2022-12-13 13:25:47, 1086 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ევროპარლამენტარების განცხადებები მიკერძოებულია - კორუფციის სკანდალის შემდეგ საკმაოდ შეილახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი
სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს ჯანდაცვის ექსპერტმა და არა ფოტიგამ - ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად მიკერძოებულია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტის საქმეზე სამართლებრივი შეფასების გაკეთება სასამართლოს ვალდებულებაა. "სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს, პირველ რიგში, ჯანდაცვის ექსპერტმა და ამასთანავე, რასაკვირველია, სამართლებრივი შეფასება უნდა გააკეთოს სასამართლომ და არა ფოტიგამ, ლუქსმანმა... ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად არის მიკერძოებული და საერთოდ იმ სკანდალმა, რაც ეხება კორუფციას, საკმაოდ შელახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი. ფოტიგას განცხადება და ის არ არის ერთადერთი, ეჭვს იწვევს ზოგადად ობიექტურობიდან გამომდინარე (აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია) და გარკვეულწილად ლოგიკიდან გამომდინარეც. ასე რომ, დაველოდოთ შედეგებს ერთი მხრივ, გამოძიების და მეორე მხრივ, შევაფასოთ რეალური სიტუაცია და განცხადებების შინაარსი, რომელსაც ეს ადამიანები აკეთებენ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას თვალს უსწორებს. „მე არ ვიცი, რამდენად აცნობიერებთ პასუხისმგებლობას ადამიანის, რომელმაც მიატოვა ბრძოლის ველი, ადამიანები, ჯარისკაცების ცხედრები და რომელიც დღეს თქვენ გაფინანსებთ. არ ვიცი ერთმანეთთან თუ უკავშირებთ ამას ყველაფერს. ჩვენც ვაკვირდებით ყოველდღიურად (მის მდგომარეობას). მთავარი თემა უნდა გამომდინარეობდეს არამარტო ლოგიკიდან, არამედ საექსპერტო დასკვნებიდან. სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით პოლიტიკურ ველზე მისი თანაპარტიელები და რადიკალური ოპოზიცია პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ. სახელმწიფო დეპარტამენტი იტყვის თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, რასაკვირველია, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ხელისუფლება თვალს უსწორებს, არსებობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა, რომელიც სრულფასოვნად ემსახურება პატიმრებს, მათ შორის, სააკაშვილს. სააკაშვილი კიდევ ვალდებულია მიიღოს მკურნალობის ის დანიშნულება, რომელიც არის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მიერ აუცილებლად მიჩნეული. ეს არის ფაქტი. არსებობს მკურნალობის პროცედურა და კვების გარკვეული რაციონი, რომელსაც უნდა იღებდეს პატიმარი სააკაშვილი. ამის იქით დასკვნები წაიკითხეთ, არ მგონია, რომ პოლიტიკოსებმა ამდენი უნდა ილაპარაკონ ჯანმრთელობის ექსპერტების სანაცვლოდ“, - თქვა ვოლსკიმ.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)