|
2022-12-12 16:21:20, 1483 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - ივანიშვილი სააკაშვილს ოპოზიციის დემორალიზაციისთვის იყენებს და სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობაც“ ხელს უწყობს
არავინ არ იცის სააკაშვილის ბედთან დაკავშირებით, ივანიშვილის თავში რა მოიხარშება, მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ გარისკოს, თუ გააგრძელებს ძალის დემონსტრირებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის ირგვლივ შექმნილ ვითარებას ოპოზიციის დემორალიზაციისთვის იყენებს, რასაც თავად "ნაციონალური მოძრაობაც" უწყობს ხელს. „მე არ ვიცი და ჩემი აზრით, არავინ არ იცის ივანიშვილის თავში ამ საკითხზე სააკაშვილის ბედთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება მოიხარშება, მიიღებს თუ არა იმ გადაწყვეტილებას, რომ საფრთხის წინაშე ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ გარისკოს, თუ გააგრძელებს ძალის დემონსტრირებას და ამ მეთოდით ზოგადად მისი ოპოზიციის მთლიანად დემორალიზაციას. ფაქტია, რომ ის ამ ვითარებას სწორედ ამისთვის იყენებს და სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილიც, საპარლამენტო ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა თვითონ უწყობენ ხელს. მე ვიცი ის, რომ იმის იმედად ყოფნა, რომ დღევანდელ ვითარებაში დასავლეთთან დაპირისპირებაში მყოფი ივანიშვილის რეჟიმი ამ ნაბიჯს გადადგამს, არის არასერიოზული და არასწორი. მთელი ფოკუსი უნდა იყოს საზოგადოების მობილიზებაზე, რომ ეს რეჟიმი იქნას შეცვლილი, ეს არის გამოსავალი ზოგადად პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ, მათ შორის, სააკაშვილის ბედთან დაკავშირებითაც“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)