|
2022-12-12 12:40:46, 1250 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი და ადამიანი, რომელმაც შექმნა უბედურება ქვეყანაში
სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი და ადამიანი, რომელმაც შექმნა უბედურება ქვეყანაში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პატიმრების ჯანმრთელობას შესაბამისი უწყება ზრუნავს და გამონაკლისი არც მიხეილ სააკაშვილია. „რაც შეეხება პატიმრების ჯანმრთელობას ამაზე შესაბამისი უწყება ზრუნავს. რათქმა უნდა გამონაკლისი არც მიხეილ სააკაშვილია. საერთოდ პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რადგან ვართ გარკვეულ თანამდებობებზე და სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი და ადამიანი, რომელმაც შექმნა უბედურება ქვეყანაში“,- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამოაქვეყნა. "ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს. ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა 14 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)