12:06 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 11:38:52, 1510 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი სააკაშვილზე - ვისურვებდი, რომ პატიმარმა უკეთესი თანამშრომლობა იქონიოს სამედიცინო პერსონალთან

ყველანაირი ტიპის წინასწარი სურვილები, ოცნებები, მოწოდებები არღვევს სასამართლოს სიმშვიდეს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით,  ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა განაახლოს თანამშრომლობ სამედიცინო პერსონალთან, ვინაიდან ეს მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. 

„ყველანაირი ტიპის წინასწარი სურვილები, ოცნებები, მოწოდებები არღვევს სასამართლოს სიმშვიდეს, ვინაიდან მოსამართლეს სჭირდება მშვიდ გარემოში გადაწყვეტილების მიღება დოკუმენტებზე დაყრდნობით, ხოლო დოკუმენტებზე დაყრდნობით, მოსამართლე შემდეგ იმუშავებს ხოლმე გადაწყვეტილებას შინაგანი რწმენის საფუძველზე. შინაგანი რწმენა კი, არ ყალიბდება აჟიოტაჟის ფონზე და არ ყალიბდება გარკვეული ზეწოლის ფონზე, რომლადაც, ასევე, შეიძლება, ჩაითვალოს ზოგადად განცხადებები, მათ შორის პოლიტიკოსებისგან. 

მე ვისურვებდი ერთადერთ რამეს, რომ პატიმარმა განაახლოს თანამშრომლობა და კიდევ უკეთესი თანამშრომლობა იქონიოს სამედიცინო პერსონალთან, ვიდრე აქამდე ჰქონდა, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობისთვის ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი 14 დეკემბრისთვის გადადო

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics