|
2022-12-11 18:16:35, 2965 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს ბლოკჩეინ-სისტემით ჩატარდება
პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების დღედ 2023 წლის 28-29 იანვარი განისაზღვრა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. როგორც ნაყოფიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, პარტიის თავმჯდომარეს ბლოკჩეინ-სისტემით აირჩევენ. "ორი პროექტი იყო შემოტანილი. ერთი გულისხმობდა "ფეისბუქით" კენჭისყრას, ხოლო მეორე ბლოკჩეინის პლატფორმაზე. ორივე მხარემ მხარი დაუჭირა ბლოკჩეინს. ეს გადაწყვეტილება 69 ხმა 1-ის წინააღმდეგ მიიღეს. საუბარი იყო ბევრ დეტალზე, მათ შორის თუ როდის უნდა შეწყდეს კანდიდატთა რეგისტრაცია. კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, 18:00 საათზე. ჩამოყალიბდა საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, რომელიც შედგება პოლიტსაბჭოს 5 წევრისგან და თითო კომისიის წევრის დანიშვნის შესაძლებლობა ექნება თითოეულ კანიდატს", - განაცხადა კობა ნაყოფიამ და დასძინა, რომ პოლიტსაბჭომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა. ცნობისთვის, პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძოლებენ.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)