|
2022-12-09 13:41:08, 1390 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - თუ ადამიანი სასამართლოზე არ მიგყავს, ჩრდ კორეაც არ ხარ, სტალინის ეპოქაზე უარესი ხდები
ხელისუფლება მალავს სააკაშვილს და არ უნდა მისი გამოჩენა, რადგან სულელი ამ ქვეყანაშია არავინ არ არის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. უგულავას თქმით, ის ფაქტი, რომ ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოზე არ მიიყვანეს არის სირცხვილია და "სტალინის ეპოქაზე უარესი ხდები". "ხელისუფლება უბრალოდ მალავს სააკაშვილს და არ უნდა მისი გამოჩენა, რომ საზოგადოებამ მისი სურათი ნახოს, რადგან სულელი ამ ქვეყანაშია არავინ არ არის და ავადმყოფ ადამიანს და ჯანმრთელის ადამიანის გარჩევა იცის ყველამ - პატარა და დიდმაც. ფაქტი არის, რომ ჩვენ გვაქვს უკვე ყველაფრის უგულებელყოფასთან საქმე, იმიტომ რომ დედამიწის ზურგზე - ბერია მიიყვანეს სასამართლოზე და საბჭოთა კავშირი არ აკეთებდა იმას,რომ ადამიანი სასამართლოზე არ მიეყვანათ, ეს არის სირცხვილია, თუ ადამიანი სასამართლოზე არ მიგყავს ჩრდილოეთ კორეაც არა ხარ, საბჭოთა კავშირი, სტალინის ეპოქაზე უარესი ხდები",- განაცხადა უგულავამ. შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი 14 დეკემბრისთვის გადადო. პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)