|
2022-12-09 11:33:20, 1259 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - პატიმარ სააკაშვილის საკითხზე აღარ ვაკეთებთ კომენტარს, ეს არ არის პოლიტიკოსების საქმე
მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა სამართლებრივი საკითხია. „პატიმარ სააკაშვილის საკითხის შეფასება ჩვენ დავასრულეთ. ჩვენ აღარ ვაკეთებთ კომენტარს, ეს არ არის პოლიტიკოსების საქმე - პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოველ დღე, ყოველ კვირა შეფასებების გაკეთება. ეს არის წმინდად სამართლებრივი საკითხი, შესაბამისის სახელმწიფო სამსახურისთვის, ვინც მათი კომპეტენციის ფარგლებში არიან უფლებამოსილი რომ ისაუბრონ, მხოლოდ ისინი გააკეთებენ, როცა ჩათვლიან საჭიროდ”,- განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ. სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული და მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თუ „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ დააყენებენ შუამდგომლობას, რათა სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)