11:45 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 11:37:48, 1334 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა

მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანის თქმით, აშშ დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს სააკაშვილის საქმეს. 

„აშშ დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს სააკაშვილის საქმეს. ჩვენ რეალურად ვაქებთ ომბუდსმენის ოფისის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, ეს ნამდვილად იყო სამაგალითო სამუშაო, როდესაც მონიტორინგს უწევდნენ მის სიტუაციას და უზრუნველყოფდნენ, რომ სააკაშვილის უფლებები დაცულია. ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები სააკაშვილს კვირაში ორჯერ სტუმრობდნენ უკანასკნელ კვირაში. საბოლოო ჯამში, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა დაცულია, რომ მისი სამედიცინო საჭიროებები დაკმაყოფილებულია და მისი უფლებები დაცულია, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება. ჩვენ ველოდებით იმის ნახვას, რომ ეს საკონსტიტუციო ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცულია“,- განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ.

სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული და მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. 

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თუ „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ დააყენებენ შუამდგომლობას, რათა სასამართლო თავად მივიდეს კლინიკაში.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციის გამართვას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics