|
2022-12-09 10:44:28, 2009 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას ახალი დირექტორთა საბჭო ჰყავს
7 დეკემბერს, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ყოველწლიური გენერალური ასამბლეა და არჩევნები ჩატარდა. სავაჭრო პალატის წევრმა კომპანიებმა ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად - ირაკლი ბაიდაშვილი, პირველ ვიცე-პრეზიდენტად - მაიკლ ქოუგლი, ვიცე პრეზიდენტისა და ხაზინადარის პოზიციაზე კი გიორგი თხელიძე აირჩიეს. ირაკლი ბაიდაშვილი აქამდე სავაჭრო პალატაში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ის ამერიკის სავაჭრო პალატაში საქართველოში ამერიკული ინვესტიციით დაფუძნებულ GMT ჯგუფს წარმოადგენს. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი - მაიკლ ქოუგლი აქამდე AmCham-ის ვიცე-პრეზიდენტისა და ხაზინადარის პოზიციას იკავებდა; „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე - გიორგი თხელიძე კი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას. არჩევნებზე ხელახლა აირჩიეს დირექტორთა საბჭოს შემდეგი წევრებიც: • კოლინ დონოჰი - ოპტიმალ დიჯიტალი • აიტენ ჰაჯიევა - BP საქართველო • ოთარ ყიფშიძე - დენტონს საქართველო • კრეიგ კრამერი (ახლად არჩეული) - Gulf Georgia • იორდი კუიჯტ - Silk Hospitality/Radisson • სანდრო შელია - CAI International • ქეთი ქვარცხავა - იურიდიული ფირმა - BLC • გიორგი სვანაძე (ახლად არჩეული) - იურიდიული ფირმა - MG Law • სარა უილიამსონი პრეზიდენტის ემერიტუსად და საბჭოს საპატიო წევრად აირჩიეს • ბეტსი ჰასკელიც ასევე საბჭოს საპატიო წევრად იქნა დამტკიცებული ბორდის წევრების არჩევა, 2 წლის ვადით, არჩევნების გზით ხდება. წლევანდელ არჩევნებში სავაჭრო პალატის 112-მა წევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციაა საქართველოში, რომელიც 200-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს და ქვეყანაში ბიზნეს ინტერესების დამცველს წარმოადგენს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს აშშ-სა და საქართველოს შორის, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. ამერიკის სავაჭრო პალატაში შემდეგი მიმართულებების კომიტეტები ფუნქციონირებს: სოფლის მეურნეობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, მშენებლობა და უძრავი ქონება, განათლება, გარემოს დაცვა, ტურიზმი, ინოვაციები და მეწარმეობა.
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)