|
2022-12-08 20:45:42, 1384 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ამაზრზენია იმის კითხვა, თუ ვის უჭერს მხარს საქართველო
იმ ფონზე, რომ საქართველო ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას და400-ზე მეტ მხარდამჭერ დოკუმენტს უერთდება ისე, რომ თანაავტორია, თქვენ კი კითხულობთთუ ვის უჭერს საქართველო მხარს, ეს არის ამაზრზენი და შეურაცხმყოფელი ნებისმიერიქართველისათვის,- ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტისკითხვას - არის თუ არა რუსეთი, საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი. მისივე თქმით,მედიების მხრიდან მიდის სპეკულაცია და არასწორი ინტერპრეტირებაგარდაცვლილი ჯარისკაცების თემის. „ჩემთვის ეს არის შეურაცხმყოფელი შეკითხვა. ვინც გავალებთ ახლა ამ კითხვას, იმასგადაეცით, რომ საკუთარ პარტიაში თანამებრძოლებს რომ აბრალებდნენ დაადანაშაულებდნენ ომის დაწყებაში, გმირებს, ამაზე განცხადება კი არ გაკეთდა, არამედრეზოლუციას მხარი დაუჭირეს და ქართველი გმირები ომის დაწყებაში დაადანაშაულეს. მაშინეფიქრათ ვინ გმირი იყო, ვინ მოღალატე და ვინ აკეთებდა რუსეთის საქმეს. ახლა ეს ხალხიავტორია კითხვისა - რუსეთი მტერია თუ არა და მებრძოლი, რომელიც თავისი მრწამსითიბრძვის სამშობლოსათვის, გმირია თუ არა. რა თქმა უნდა გმირია. ოღონდ, კითხვა იმმხრიდან, რომლიდანაც პირდაპირ იქნა დადანაშაულებული საკუთარი სამხედროები, არისამაზრზენი. ეს შეურაცხმყოფელია, რადგან საქართველოს პირველ პირს რომ ეკითხები, ვისმხარესაა, ეს არის შეურაცხმყოფელი. კითხვაზე გპასუხობთ: - „რა თქმა უნდა არის“ და თქვენიგივე შეურაცხმყოფელ კითხვას მიმეორებთ. როდესაც საქართველო ყველა პოლიტიკურპლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას და 400-ზე მეტ მხარდამჭერ დოკუმენტს უერთდება ისე, რომ თანაავტორია, მხარდამჭერია და ამის ფონზე თქვენ სპეკულაციას მიმართავთ, კითხულობთ თუ ვის უჭერს საქართველო მხარს, ეს არის ამაზრზენი, შეურაცხმყოფელინებისმიერი ქართველისა და არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)