11:25 - 21 Aug, 2026
|
2022-12-08 16:53:32, 1291 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ცუდად ვარ, მაგრამ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“ წერილს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხვალიდნელ სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი აქვს. მისი თქმით, ეს სასამართლო მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. „მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას! მიყვარხართ“,- ნათქვამია სააკაშვილის ხელწერილში, რომელიც მისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ, 9 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)