10:40 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 12:08:20, 1217 ნახვა

საზოგადოება
გურჯაანის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, გურჯაანის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, ყვარელში, ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

პროკურორებმა, შეხვედრის მონაწილეებს  ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას.

გარდა ამისა, პროკურატურის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს დაზარალებულთა მხარდაჭერის და ფემიციდის პრევენციის მიმართულებით    კოორდინირებული მუშაობის გაძლიერების საჭიროებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფემიციდთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა და ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული მძიმე დანაშაული.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო  და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics