|
2022-12-07 22:34:59, 1817 ნახვა
პოლიტიკა
მარს დი ბარტოლომეო - მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არის ევროპული ოცნება
მოხარულები ვართ, რომ საქართველოს აქვს მტკიცედ გაკეთებული არჩევანი ევროკავშირისკენ, ასევე მოხარულები ვართ, რომ უამრავი საქმე კეთდება და ქვეყანაშია წინსვლაა, რათა გადაიდგას აუცილებელი ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, - ამის შესახებ ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მარს დი ბარტოლომეომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ქართულ ოცნებას ლუქსემბურგის მსგავსად აქვს აღებული ევროპული გეზი და აქვთ საერთო ხედვა იმ კოშმარზე,რასაც წარმოადგენს რუსეთის ძალების აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ,ის ასევე აღნიშნავს,რომ ურთიერთობები საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის გაღრმავდება. „მშურს ჩემი კოლეგის პარტიის სახელწოდების - „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არის ევროპული ოცნება და ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმ კოშმარზე, რასაც წარმოადგენს რუსეთის ძალების აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ გვქონდა გულითადი, მეგობრული საუბარი და ვაპირებთ ურთიერთობების გაღრმავებას." - განაცხადა მარს დი ბარტოლომეომ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)