11:25 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 17:43:15, 1170 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მინდა სააკაშვილს დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ვუსურვო

მინდა, მიხეილ სააკაშვილს, როგორც ადამიანმა ადამიანს, ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა ყველა პატმრის კონსტიტუციური უფლება დაცული იქნას.

"სააკაშვილის ციხეში ჩასმის დღიდან, იყო ილუზიები, რომ ერთ თვეში უნდა გამოსულიყო გარეთ - ერთ თვეში, ორში, სამში და თავის თავს აჯერებდა, რომ ისე "კარგად თამაშობდა" და ატყუებდა ყველას, რომ ყველა დაიჯერებდა - შიმშილობს, ცუდად არის და გაუშვებდნენ. ეს არ და ვერ მოხდება, რადგან ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და არავის მივცემთ უფლებას, რომ კანონზე მაღლა დადგეს", - თქვა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კონსილიუმის დასკვნა არ აინტერესებს.

მისივე თქმით, არ უნდათ, რომ სააკაშვილს საქართველოში უმკურნალონ, რადგან მთავარი ამოცანა მისი გათავისუფლებაა.

"მე მოვისმინე, რომ ბ-ნი სააკაშვილი თურმე დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო, რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო? მე არ ვარ ექიმი. ბ-ნი რატი ბრეგაძე გამოვიდა და გაუკეთა საჯარო შეთავაზება, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. მათ არ უნდათ, რომ სააკაშვილს საქართველოში უმკურნალონ ერთადერთი მიზნით, მათი ამოცანაა სააკააშვილის გათავისუფლება", - თქვა მთავრობის მეთაურმა.

შეკითხვაზე, როგორც პრემიერ-მინისტრი, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოკვდება, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

"მე ნამდვილად ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. სიცოცხლე უფალს აბარია".  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics