|
2022-12-07 13:28:25, 932 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში დააკავეს 25 პირი, რომლებიც რაიხსტაგში შეჭრას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ
გერმანიამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით 25 პირი დააკავა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გერმანული წყაროები ამბობენ, რომ ულტრამემარჯვენე და ყოფილი სამხედროების ჯგუფი პარლამენტის შენობაში, რაიხსტაგში შეჭრას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავდა. 71 წლის გერმანელი კაცი, რომელსაც პრინც ჰაინრიხ XIII-დ მოიხსენიებენ, სავარაუდოდ, მათ გეგმებში წამყვანი ფიგურა იყო. ფედერალური პროკურატურის ცნობით, გერმანიის 11 შტატში დაკავებულთა შორის ორი სავარაუდო ლიდერი იყო. ”ჩვენ ჯერ არ გვაქვს ამ ჯგუფის სახელი”, - განაცხადა ფედერალური პროკურატურის სპიკერმა. შეთქმულთა შორის არიან ექსტრემისტული მოძრაობის Reichsbürger [რაიხის მოქალაქეები] წევრებიც, რომლებიც დიდი ხანია გერმანიის პოლიცია აკვირდებოდა ძალადობრივი თავდასხმებისა და რასისტული შეთქმულების თეორიების გამო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)