|
2022-12-07 13:18:52, 711 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის მოადგილე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები სკოლებში ვიზიტებს განაგრძობენ. თავდაცვის უწყების ცნობით, მშობლიურ სკოლაში, ამჯერად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლაში მაღალი კლასების მოსწავლეებს შეხვდა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან საუბრისას მოზარდების ჩამოყალიბების პროცესში სკოლის როლზე, განათლებული ახალგაზრდა თაობისა და მათში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს. მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, ოფიცრები და სერჟანტები სკოლებს ეტაპობრივად სტუმრობენ და მოსწავლეებს თემატურად შერჩეული და მომზადებული, ვიდეო და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაციების სახით საქართველოს თავდაცვის ძალების მიზნებსა და ამოცანებზე, სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებსა და პრივილეგიებზე, სამხედრო სამსახურის ფორმებზე, საერთაშორისო მისიების მნიშვნელობასა და საქართველოს კონტრიბუციაზე ინფორმაციას პირადად აწვდიან. 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 1301 სკოლაში ვიზიტია დაგეგმილი. პროექტი „ჩვენი ჯარი“ რომელიც თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)