|
2022-12-07 10:34:27, 1152 ნახვა
მსოფლიო
ჯორჯიის შტატში რაფაელ უორნოკმა გაიმარჯვა - დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა გაიმტკიცეს
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა გაიმტკიცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჯორჯიის შტატში ჩატარებულ სენატის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოქმედმა დემოკრატმა, რაფაელ უორნოკმა მოიპოვა. უორნოკმა მეორე ტურში რესპუბლიკელი კანდიდატი ჰერშელ უოლკერი დაამარცხა. ამგვარად, 100-ადგილიან სენატში დემოკრატებს - 51, რესპუბლიკელებს კი 49 ხმა ექნებათ. უორნოკის თქმით, რთული კამპანიის შემდეგ, მისთვის პატივია, წარმოთქვას დემოკრატიის ყველაზე ძლიერი სიტყვები - „ხალხმა თავისი სათქმელი თქვა“. სენატში დემოკრატების ახალი სრული უმრავლესობა ნიშნავს, რომ პარტიას აღარ მოუწევს რესპუბლიკელებთან ძალაუფლების გაზიარების შესახებ მოლაპარაკება. აღსანიშნავია, ასევე, რომ მანამდე არიზონას შტატში შუალედური არჩევნები დემოკრატებმა მოიგეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)