|
2022-12-07 09:53:18, 1115 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის კომპანია გადასახადების თაღლითობასა და ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებაში დამნაშავედ ცნო
მანჰეტენის სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანია, კრიმინალური გადასახადების თაღლითობასა და ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებაში, დამნაშავედ ცნო. როგორც ნაფიც მსაჯულებმა განაცხადეს, Trump Corp. და Trump Payroll Corp. დამნაშავეა წარდგენილ ყველა ბრალდებაში, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო ორგანოების თაღლითობის 15-წლიან სქემასთან. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპსა და მის ოჯახს ამ საქმეში ბრალი არ წაუყენეს, თუმცა ექსპრეზიდენტის ორგანიზაციას, შესაძლოა, მაქსიმუმ 1,61 მილიონი დოლარის ჯარიმა დაეკისროს. კომპანიას არ ემუქრება გაქრობა, რადგან ნიუ-იორკის კანონმდებლობით არ არსებობს მექანიზმი, რომელიც კომპანიას დაშლის. თუმცა, მძიმე ბრალდებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მის უნარზე, აწარმოოს ბიზნესი ან მიიღოს სესხები ან კონტრაქტები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)