|
2022-12-06 22:56:08, 1022 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი იღებს მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დროს და არ ემორჩილება მკურნალობის კურსს
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედის" ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში და ის არ ემორჩილება მკურნალობის კურსს. „ის იღებს მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დროს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება იმ მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეული არის უშუალოდ ექიმების მიერ. ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის იმიტომ, რომ სხვაგვარად, რა განკურნებაზეა საუბარი. თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით, ამას ხაზგასმით ვიტყვი, და არა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების მოპოვებით, ამ შემთხვევაში რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან? – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუხსნელია და მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს. თუმცა, ბუნებრივია, აქაც ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არის, გარკვეულწილად, მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას და ეს ადამიანი, სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, მაგალითად №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)