|
2022-12-06 22:54:33, 1017 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: ცდილობენ, ნებისმიერი ხერხით მოიპოვონ ძალაუფლება ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესების საზიანოდ
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კამპანიას გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, კამპანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხორციელდება და მისი მიზანი ძალაუფლების ნებისმიერი ხერხით დაბრუნებაა. „ჩვენ მეტწილად საქმე გვაქვს ნაციონალურ მოძრაობასთან და მათ მიერ დაგეგმილ პოლიტიკურ კამპანიასთან. ისინი მოქმედებენ ნაცნობი გზებით და ცდილობენ, ნებისმიერი ხერხით მოიპოვონ ძალაუფლება და, მათი გადმოსახედიდან, ეს შესაძლებელია, თავისუფლად განხორციელდეს ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესების საზიანოდ", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მიზნებზეც ისაუბრა: "როდესაც ჩამოვიდა სააკაშვილი, მათი გათვლა ის იყო, რომ ქვეყანაში მომხდარიყო არეულობა და ნებისმიერი, მათ შორის, ძალადობრივი გზითაც კი შეცვლილიყო ხელისუფლება, ქართველი ხალხის, საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე ... სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სსს-ის გამართული მუშაობის შედეგად მათ ეს იაფფასიანი ნომერი არ გამოუვიდათ".
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)