|
2022-12-06 13:27:16, 809 ნახვა
საზოგადოება
ქალაქ რუსთავში დამოუკიდებლობის სკვერი გაიხსნა
ქალაქ რუსთავს კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატა. დამოუკიდებლობის სკვერი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა გახსნეს. დაღუპულ გმირთა მემორიალთან თავდაცვის მინისტრმა პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ჯუანშერ ბურჭულაძემ მწუხარება გამოხატა უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო და მათ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. სივრცე, რომელსაც რუსთაველები დიდების ხეივნის სახელით იცნობდნენ, მთლიანად რეაბილიტირებულია. განახლებული რეკრეაციული სივრცე 26 მაისის ახალი მონუმენტით იწყება. სკვერში სრულად განახლდა მემორიალები, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე გლობალური მშვიდობისთვის ბრძოლებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის მონუმენტები. განახლებულ სკვერში საფეხმავლო და ველობილიკი, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. რეკრეაციული სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. სკვერის რეაბილიტაცია ქალაქ რუსთავის მერიის ინიციატივით განხორციელდა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რუსთავის მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)