|
2022-12-06 12:16:22, 810 ნახვა
საზოგადოება
თამილა ბარკალაიამ და ნინო ველთაურმა ყირგიზეთის დელეგაციას შრომისა და დასაქმების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტები გააცნეს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა ყირგიზეთის დელეგაციას უმასპინძლეს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს, მათთვის შრომისა და დასაქმების მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე თუ განხორციელებული რეფორმების გაცნობა წარმოადგენდა. „ყირგიზეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და მიგრაციის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ინფორმაცია მიიღეს საქართველოში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებების, დასაქმების მაძიებელთათვის პროფესიული გადამზადებისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში სპეციალური კატეგორიის მოქალაქეებთან მუშაობის მიდგომები. ისაუბრეს დასაქმებისა და შრომის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათ აღმოსაფხვრელად დაგეგმილ პროგრამებზე. ყირგიზეთის დელეგაციის წარმომადგენლები დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში მიმდინარე პროექტებს, სერვისებს, მონიტორინგისა და სპეციალური კატეგორიის მოქალაქეებთან მუშაობის მიდგომებს გაეცნენ. მოგვიანებით კი, რუსთავის დასაქმების სერვის ცენტრს ეწვივნენ და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. ყირგიზეთის დელეგაციის - შრომის, სოციალური დაცვისა და მიგრაციის, განათლებისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეების ვიზიტი საქართველოში 8 დეკემბრამდე გრძელდება”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)