|
2022-12-06 10:31:18, 1092 ნახვა
მსოფლიო
კოლუმბიაში მეწყერმა მგზავრებით სავსე ავტობუსი მოიყოლა - დაღუპულია სულ მცირე 34 ადამიანი
კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პროვინციაში მეწყერმა მგზავრებით სავსე ავტობუსი მოიყოლა. Reuters-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა 9 მგზავრის, მათ შორის 7 წლის გოგონას გადარჩენა მოახერხეს. სტიქიის ზონაში, რომელიც დედაქალაქ ბოგოტადან 230 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ ტრაგედია უწოდა. "სოლიდარობა მსხვერპლთა ოჯახებს", - დაწერა პეტრომ Twitter-ზე. როგორც Reuters-ი წერს, კოლუმბიაში მთიანი რელიეფისა და ძლიერი წვიმების გამო, მეწყერი ხშირად ხდება. მთავრობის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს, ძლიერ წვიმასთან დაკავშირებულ მოვლენებს 216-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 538 000 კი თავშესაფრის გარეშე დარჩა. 2017 წელს, ქალაქ მოკოაში მეწყერის შედეგად 320-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)