|
2022-12-06 10:08:50, 794 ნახვა
საზოგადოება
ბერლინში „ქართული ღვინის კვირეული" ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა
ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ბერლინში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე 10 მცირე მარნის ქართული ღვინოების დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ღვინის ბარის „საამური" ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყო ის ღვინოები, რომლებიც, დღეისათვის, გერმანიის ღვინის ბაზარზე არ იყიდება. კვირეულის ფარგლებში, ქართულ ღვინოსთან ერთად, წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, ჩატარდა ლექცია-სემინარი ქართული ღვინის 8000 წლიანი ტრადიციის შესახებ. ადგილობრივი ღვინის ექსპერტების შეფასებით, თავისი უნიკალურობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ქართულ ღვინოს გერმანიის ბაზარზე დიდი პოტენციალი გააჩნია. ბერლინში გამართული „ქართული ღვინის კვირეული" მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ბუნებრივი ღვინოების მოყვარულთა წრეში, ქვევრის ღვინის მწარმოებლებს დაეხმარება სავაჭრო პარტნიორების მოძიებაში. პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა გერმანიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, 2019 წლიდან, გერმანია წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ღვინის ეროვნული სააგენტო მხარს უჭერს ყველა იმ ღონისძიების ჩატარებას, რომელიც ზრდის ქართლი ღვინის ცნობადობას როგორც გერმანიის, ისე სხვა სტრატეგიულ ბაზრებზე.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)