|
2022-12-05 16:32:55, 1131 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ღარიბაშვილი ვერ გაიგებს რამ შეიძლება წაგიყვანოს ფრონტის ხაზზე, მას ცხოვრებაში ბატონის მსახურების მეტი არაფერი გაუკეთებია
პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი შეურაცხყოფს გმირებს - ამბობს, რომ ისინი პარტიამ წაიყვანა ომში! არ ესმის და ვერც გაიგებს რა არის თავისუფლების წყურვილი, როდესაც მას ბატონის მსახურების მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ცხოვრებაში! - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს. მელია, სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა სამი დღის შემდეგ მისამძიმრებით გმირები შეურაცხყო და სამხედრო პატივით დაკრძალვა, პრაქტიკულად, დაამადლა. "33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი შეურაცხყოფს გმირებს - ამბობს, რომ ისინი პარტიამ წაიყვანა ომში! თუმცა, სხვაგვარად მას ვერც წარმოუდგენია, არ ესმის და ვერც გაიგებს რა არის თავისუფლების წყურვილი და რა ძალამ შეიძლება წაიყვანოს ადამიანი ფრონტის წინა ხაზზე. როგორ უნდა გაიგოს, ან როგორ უნდა ესმოდეს ეს, როდესაც მას ბატონის მსახურების მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ცხოვრებაში! დიახ, გმირები ბრძოლის ველზე დაეცნენ იმიტომ, რომ იცოდნენ, ვინ არის მტერი და იცოდნენ, როგორ მოიპოვება თავისუფლებაა! საქართველოში დღეს არის "მშვიდობა" არა იმიტომ, რომ რუსული ოცნების მთავრობა არის კეთილგონიერი, არამედ იმიტომ, რომ უკრაინელი და ქართველი გმირები, რუსეთს უკრაინაში არა მხოლოდ აკავებენ, არამედ ამარცხებენ. პრემიერად წოდებულმა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საზოგადოების აღშფოთება და რისხვა იწვნია, მხოლოდ სამი დღის შემდეგ მიუსამძიმრა გმირების ოჯახებს. ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები. გმირები პრაქტიკულად დაადანაშაულა, პრაქტიკულად დაამადლა სამხედრო პატივით დახვედრა! ქართველი გმირების სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში. ეს ადამიანი კი, ასევე ღირსეულად დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს თავისი ამხანაგების - ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის გვერდით! დიდება გმირებს!" - წერს მელია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამავე სხდომაზე განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინაში "ომის პარტიის" წარმომადგენლებს მიჰყავთ. 3 დეკემბერს უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ. 24 თებერვლის შემდეგ, ომს სულ 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)