|
2022-12-05 15:51:06, 951 ნახვა
საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში პროკურორთა პროფესიული განვითარების შესახებ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში, პროკურორთა პროფესიული განვითარების შესახებ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გენერალური პროკურატურის ცნობით, შეხვედრას, რომლის მიზანს პროკურორთა პროფესიული გადამზადების შესახებ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარება წარმოადგენდა, საქართველოს პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის და ტრენერობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე თანამშრომლები ესწრებოდნენ. ორდღიან შეხვედრაზე, რომელსაც პროკურორთა პროფესიული განვითარების მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტები უძღვებოდნენ, განიხილეს პროკურორთა სწავლებასთან დაკავშირებული თემები. ასევე, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ტრენინგების დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების ეტაპებთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს, დისკუსიის ფორმატში, მონაწილეებმა და ექსპერტებმა საკუთარ ქვეყნებში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების შესახებ ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს. პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება საქართველოს პროკურატურის ორგანიზაციული და ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით, სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრი (სამმართველო). პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესის მომდევნო მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს პროკურატურაში განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის კონცეფციის შემუშავება და დანერგვაა. საქართველოს პროკურატურა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების პროცესს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)