|
2022-12-05 15:02:05, 862 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და გენდერის საკითხებს მიეძღვნა, სიტყვით გამოვიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და გენდერის საკითხებს მიეძღვნა, სიტყვით გამოვიდა. კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში კლიმატის ცვლილებისა და გენდერის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაინტერესებულ მხარეებს შორის კლიმატის ცვლილების ეროვნულ პოლიტიკაში გენდერული საკითხების ინტეგრირების შესახებ დიალოგის წახალისება. „კლიმატის ცვლილება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება. თვალსაჩინოა ის უარყოფითი შედეგები, რაც შეიძლება კლიმატის ცვლილებამ მოგვიტანოს. საქართველო, როგორც გაეროს „კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის“ (UNFCCC) წევრი, აცნობიერებს ქალებისა და მამაკაცების თანაბრად ჩართვის მნიშვნელობას კლიმატის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მოიცავს გენდერულ ასპექტებს საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტში (NDC), ნათლად აღიარებს და ხაზს უსვამს ქალების გააქტიურების მნიშვნელობას კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. კლიმატის ცვლილებისა და გენდერის კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა, რომლის პარალელურად, GIZ-ის პროექტის „კლიმატის პოლიტიკის შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ფაზა III“ (CDCPIII) ფარგლებში „კლიმატის ცვლილებისა და ხელოვნების გამოფენა 2022“ მოეწყო. კონფერენციის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისა და გენდერის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა. კონფერენციას მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები და კლიმატის ცვლილებისა და გენდერის სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)