17:43 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-05 11:59:54, 1070 ნახვა

სამართალი
ლენტეხში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სოფელ ხელედში, რეგისტრირებული სახერხი საამქრო გადაამოწმეს. საამქროს ტერიტორიაზე  დასაწყობებული იყო წიწვოვანი და წიფლის სახეობის 28 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). მიმდებარედ დასაწყობებული პირველადი გადამუშავების პროდუქტიდან კი, 96 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე უკანონოდ იყო მოპოვებული.

"სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, ჯამში, 253,71 კუბური მეტრი მოცულობის უკანონო ხე-ტყე დაილუქა. 

რადგან ხე-ტყის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 61, 5 ათას ლარზე მეტია და ზიანის მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა", - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics