|
2022-12-04 17:53:38, 1529 ნახვა
მსოფლიო
ირანში „მოსადთან“ თანამშრომლობის ბრალდებით 4 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ირანში ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადთან“ თანამშრომლობაში ბრალდებული 4 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნულ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მამაკაცები, რომლებიც ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა 2022 წლის ივნისში დააკავა, „ისრაელის საიდუმლო სამსახურის მითითებით იპარავდნენ და ანადგურებდნენ კერძო და სახელმწიფო ქონებას“, „იტაცებდნენ ადამიანებს“ და ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ოთხივე მამაკაცი მოქმედებდა "მოსადის" ოფიცრების ინსტრუქციებით იარაღის გამოყენებისა და ადამიანების გატაცების შესახებ. სანაცვლოდ, მათ, სავარაუდოდ, მიიღეს ფული ისრაელიდან კრიპტოვალუტაში. კიდევ 3 ადამიანს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან ათ წლამდე. მათ, სხვა საკითხებთან ერთად, ბრალად გატაცებების ხელშეწყობა და იარაღის უკანონო შენახვა ედებათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)