|
2022-12-04 11:18:21, 950 ნახვა
საზოგადოება
ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის შედეგად ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდა
სამართლებრივი ფორუმი, რომლის მიზანი საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა, წელს პირველად ჩატარდა და ერთობლივი დეკლარაციის შემუშავებით დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ შეაჯამა. თამარ ტყეშელაშვილმა ფორუმის მონაწილეებს – საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების, სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებს – ნაყოფიერი და საინტერესო მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დარგობრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს. ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გახსნეს. ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის დელეგაციამ შეხვედრები გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურ თორნიკე რიჟვაძესა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძესთან. ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება და მას საქართველო და აზერბაიჯანი მორიგეობით უმასპინძლებს.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)