|
2022-12-03 12:51:04, 1338 ნახვა
მსოფლიო
რუსული ვაგნერის წევრები აფრიკაში მუსლიმებს რელიგიური ნიშნით ანადგურებდნენ
რუსული კერძო სამხედრო შენაერთი ვაგნერი, რომელიც პუტინის პირად მზარეულს ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკეაში მუსლიმებს რელიგიური ნიშნით არჩევდა და ხოცავდა. ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი სადაც "ვაგნერმა" განსაკუთრებული შეშფოთების ორგანიზაციის სახელი მიიღო. მსგავსი სტატუსი მიიღეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა თალიბანი, ISIS-დიდი საჰარა, ISIS-დასავლეთ აფრიკა და ბოკო ჰარამი. ამ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს აშშ-ის კანონი საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ. მას იღებენ ორგანიზაციები, ისევე როგორც მთელი ქვეყნები, რომლებიც, აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, უშვებს რელიგიური თავისუფლების დარღვევას. ანგარიშის მიხედვით, კერძო სამხედრო სტრუქტურა "ვაგნერი" იყო ჩამოთვლილი, როგორც ორგანიზაცია "განსაკუთრებული შეშფოთების" გამო მისი საქმიანობის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (CAR). სახელმწიფო დეპარტამენტის უსახელო წარმომადგენელმა განუცხადა CNN-ს, რომ სამხედრო ორგანიზაციის წევრები ავიწროებდნენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს მეამბოხე ჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციების დროს. ხშირ შემთხვევაში, ვაგნერი არ ასხვავებდა შეიარაღებულ ელემენტებსა და რელიგიურ უმცირესობათა საზოგადოებიდან რიგით მოქალაქეებს. პრიგოჟინის ორგანიზაცია ასევე მონაწილეობდა ფულანის ხალხის ხოცვა-ჟლეტაში. "ჩვენ ვგმობთ Wagner PMC-ის თავდასხმებს მუსლიმურ თემებზე და მოვუწოდებთ CAR მთავრობას, პასუხისმგებლობა მოეთხოვოს უსაფრთხოების პარტნიორებს და გადახედოს ქვეყანაში Wagner PMC-ის მუდმივი ყოფნის დამანგრეველ შედეგებს." - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ნოემბრის ბოლოს, Bloomberg-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავს ვაგნერის გაერთიანებას როგორც ტერორისტულ ორგანიზაციად. დეკემბრის დასაწყისში აშშ-ის კონგრესს წარედგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის PMC-სთვის ასეთი სტატუსის მინიჭებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)