|
2022-12-01 13:54:31, 1056 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ენმ-ზე - ნაცვლად იმისა, რომ გადაეტრიალებინათ მთავრობა, გადაატრიალეს საკუთარი თავმჯდომარე
ნაცვლად იმისა, რომ გადაეტრიალებინათ მთავრობა, გადაატრიალეს საკუთარი თავმჯდომარე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით განაცხადა. მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები ენმ-ს დაასუსტებს, რაც "ძალიან კარგია". "მიდის შიდა ბრძოლა, დაპირისპირება ძალაუფლებისთვის, ფულისთვის - კეზერაშვილის, სააკაშვილისა და სხვების ფულისთვის. ეს არის შიდა დაპირისპირება, რაც საბოლოო ჯამში, დაასუსტებს ამ პარტიას და შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი პროცესი. ნაცვლად იმისა, რომ ჩაეტარებინათ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები, ატარებენ რიგგარეშე არჩევნებს საკუთარ პარტიაში და ნაცვლად იმისა, რომ გადაეტრიალებინათ მთავრობა, გადაატრიალეს საკუთარი თავმჯდომარე. ეს არის რეალობა, რაც ძალიან კარგია. პოლარიზაცია უნდოდათ მათ ქვეყანაში, რადიკალიზმი უნდოდათ ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, ამ პოლარიზაციას, ურთიერთდაპირისპირებასა და რადიკალიზმს მიაღწიეს საკუთარ პარტიაში", - აცხადებს კობახიძე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)