|
2022-12-01 13:19:32, 978 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე - ყველაფერი არის წმინდა წყლის პოლიტიკური და პიარული კამპანია
ყველაფერი არის წმინდა წყლის პოლიტიკური და პიარული კამპანია, რომლის მიზანია გააჩინონ თანათგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ და საბოლოო ჯამში უზრუნველყონ პატიმრის განთავისუფლება, - ასე გამოეხუმარა "ქართული ოცნების" თავჯდომარე ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაკეთებულ განცხადებებს. კობახიძის თქმით,სააკაშვილის განთავისუფლების მომხრეებს მიზნად აქვთ,რომ ხელი შეუწყონ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების არევას. "ყველაფერი არის წმინდა წყლის პოლიტიკური და პიარული კამპანია, რომლის მიზანია გააჩინონ თანაგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ და საბოლოო ჯამში უზრუნველყონ პატიმრის განთავისუფლება იმისთვის,რომ ქვეყანაში არიონ ვითარება მათ აქვთ განძრახვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ხელი შეუწყონ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების არევას, რაც არ შედის ქვეყნის და ხალხის ინტერესებში", ვერანაირი ლობისტური კამპანიით ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას,ისინი ვერ დაარწმუნებენ, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე და რომ მისი განთავისუფლება არის მიზანშეწონილი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამოაქვეყნა. "ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)