|
2022-12-01 09:25:28, 1192 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვამ უკრაინისთვის 13 მილიონი ევრო გამოყო
ლიეტუვა უკრაინას დამატებით 13 მილიონი ევროთი დაეხმარება. როგორც თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა Twitter-ზე დაწერა, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის თანხის გამოყოფის გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო. „დღეს ლიეტუვას მთავრობამ დაამტკიცა 13 მილიონი ევრო უკრაინის დასახმარებლად. 5 მილიონი ევრო უკრაინის მსოფლიო ბანკის ფონდს. 4 მილიონი ევრო უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. 2 მილიონი ევრო უკრაინელი სამხედრო ლტოლვილებისთვის მოლდოვაში. 2 მილიონი ევრო "მარცვლეული უკრაინიდან" ინიციატივისთვის“, - წერს არვიდას ანუშაუსკასი. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. მას შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქზე მასიური სარაკეტო იერიშები ხორციელდება, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იბომბება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)