|
2022-11-30 14:03:38, 1200 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ყველა ადამიანი ვინც საუბრობს, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი და უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი
ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ვინც საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი, ომის პარტიის აგენტი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის შეფასებით, ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება არა მარტო უსამართლო განცხადება, არამედ სიბინძურეა. "როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას, ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება და უსამართლო შეფასება, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სიბინძურე და ვინც ამას აკეთებს, არის სიბინძურის სამსახურში. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა და ლოგიკა - ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ვინც საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი, ომის პარტიის აგენტი", - უთხრა ჟურნალისტებს მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)