|
2022-11-30 11:16:18, 1167 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი სააკაშვილზე - ციხის საავადმყოფოშიც კი არ მკურნალობს, მეტი რა უნდა?! ბოდიში ახლა, სახლში ვერ უშვებენ ჯერ
ციხის საავადმყოფოშიც კი არ მკურნალობს, აი, მეტი რა უნდა?! ახლა სახლში, ბოდიში, ვერ უშვებს სასამართლო ჯერ, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უნდა შეუშვას ექსპერტები იმისთვის, რომ შეამოწმონ როგორი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად. "თუ სააკაშვილი ექსპერტიზაზე ამბობს უარს, რეალურად მისი ჯანმრთელობა როგორ მდგომარეობაშია, ამას ვერ გავარკვევთ, ამიტომ პირველი, რაც უნდა ქნას, შეუშვას ექსპერტები იმისთვის, რომ შეამოწმონ რეალურად როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ციხის საავადმყოფოშიც კი არ მკურნალობს, აი, მეტი რა უნდა?! ახლა სახლში, ბოდიში, ვერ უშვებს სასამართლო ჯერ",- განაცხადა ბექა დავითულიანმა. ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა გუშინ, 29 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსჯავრდებული პაციენტის საზღვარგარეთ გაყვანა შეუძლებელია.
რატი ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტს შესთავაზა, რომ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ჩამოიყვანოს ექიმი და მკურნალობაში ჩართოს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)