|
2022-11-30 09:20:22, 1338 ნახვა
მსოფლიო
აშშ უკრაინის ენერგოსექტორის დასახმარებლად 53 მლნ დოლარს გამოყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ენერგოსექტორის დასახმარებლად 53 მლნ დოლარს გამოყოფს. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაფინანსება ელექტროგადამცემი კრიტიკული აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება, რომელიც სწრაფად უნდა მიეწოდოს უკრაინას, რათა უკრაინელებს ზამთრის გადატანაში დაეხმარონ. „მომარაგების ეს პაკეტი მოიცავს გამანაწილებელ ტრანსფორმატორებს, ამომრთველებს, დენის გამტარებსა და სხვა ძირითად აღჭურვილობას“, - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ენერგოსისტემის დაფინანსების შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუმინეთის დედაქალაქში, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)