|
2022-11-29 22:33:01, 1688 ნახვა
პოლიტიკა
გონჩარენკო - არ მივათრევთ საქართველოს ომისკენ, არ ჩაებათ, მაგრამ დაგვიჭირეთ მხარი
ჩეხეთი, პოლონეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი - ისინი არ ჩაებნენ ომში, მაგრამ ისინი უჭერენ მხარს უკრაინას, არც საქართველო ჩაებას ომში, მაგრამ დაგვიჭირეთ მხარი კონკრეტული საკითხებით, - განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ. მისივე თქმით,მას სურს,რომ საქართველოში დაისადგუროს კეთილდღეობამ და ტერიტორიულმა მთლიანობამ. მან განცხადებში ასევე აღნიშნა,რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. "მე ძალიან მიყვარს საქართველო და შემიძლია გითხრათ - გაუმარჯოს საქართველოს! მე მსურს, რომ ვიხილო საქართველო განვითარებული, ლამაზი, საქართველოში დაისადგუროს კეთილდღეობამ, ევროკავშირის წევრობა, NATO-ს წევრობა, ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს. აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. მე არ მივათრევ საქართველოს ომისკენ, არც ერთი უკრაინელი ასე არ იქცევა. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ქართველი მოხალისეებისა, რომლებიც ჩვენ მხარდამხარ იბრძვიან, მადლობა ამისთვის. ჩვენ არ მივათრევთ საქართველოს ომისკენ, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გვსურს ვიხილოთ ნათელი პოზიცია საქართველოსი. ჩეხეთი, პოლონეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი - ისინი არ ჩაებნენ ომში, მაგრამ ისინი უჭერენ მხარს უკრაინას. არ ჩაებათ ომში, მაგრამ დაგვიჭირეთ მხარი კონკრეტული საკითხებით." - განაცხადა გონჩარენკომ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)