|
2022-11-29 17:01:47, 1798 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ბათუმში, აჭარის მთავრობის ინიციატივით, საზღვაო აკადემიისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლები აშენდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დააანონსა. ამჯერად, სტუდენტებისთვის უფასო საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის საზღვაო აკადემიასთან თანამშრომლობით აშენდება. „მინდა აღვნიშნო ახალი ინიციატივები, რომელსაც უკვე ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში გავითვალისწინებთ. უკვე განვაცხადეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ერთობლივი პროექტის განხორციელების შესახებ, რაც ეხება საერთო საცხოვრებლის მშენებლობას. სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარიდან, ბინებზე წვდომა წარმოადგენს გარგკვეულ პრობლემას, ამიტომ, ჩვენ უკვე დამატებით, საზღვაო აკადემიასთან ერთად ვიზრუნებთ ავაშენოთ ერთიანი საერთო საცხოვრებელი, რაც მისცემს შესაძლებლობას ყველა სტუდენტს უწყვეტად მიიღოს განათლება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ ოქტომბერში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბათუმში 400 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი აშენდება, რომელიც საშუალებას მისცემს როგორც აჭარის მაღალმთიანიდან, ასევე სხვა მეზობელი რეგიონებიდან სტუდენტებს ძალიან მინიმალური გადასახადის საფუძველზე ისწავლონ და იცხოვრონ საერთო საცხოვრებელში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)